წასვლის სონეტი


#ლექსები

პრიმიტივების ხასიათზე ვარ

 ნინო დარბაისელი

წასვლის სონეტი


იყო ადამიანი - 
 - აღარ არის, მოკვდა!
ვარ ბრმა  და ნამიანი,
გული  - ვერ დაოკდა.

რაა ჩვენი ცხოვრება,
წამის-წამის-წამი, 
გაჩარჩ- გამათხოვრება
და ნატვრათა ჯამი.

აპირებდა,  ხვალიდან
მასაც მოეცალა, 
დარჩა უნახავი და
გაეცალა ძალა.

 არ ცნობდაო სენებს - 
- გუშინ გაასვენეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი