დემენცია
#ლექსები ნინო დარბაისელი დემენცია (შექსპირული სონეტი) რეჟისორი?! - იყო მართლაც დიდი - - ნახევარი საუკუნის წინათ, მის წინაშე ყველა ქედს ვიხრიდით. ვით გახდიდა ხალხი დასაცინად! მაგრამ წლები განა ვინმეს ინდობს? დემენცია მასაც დაემართა. ნატრულობდა ერი: ნეტა იმ დროს, და მის ბრძოლებს, მარტო ნაომართა! კითხულობენ ახლა: - რა კაცია? რუსთაველზე დადგა - ავი სცენა! ოხერია სენი - დემენცია. ვეღარ შველის თავად ავიცენა. გახდა სცენა - ვეღარ მოსახმარი. გასტყორცნა და ვერ ჩაარჭო ხმალი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი