საქართველო - მთის მდინარე


ნინო დარბაისელი

საქართველო - მთის მდინარე
(სონეტი)

რა ვუყოთ, გვერგუნა სამშობლო  - ასეთი პატარა, 
არის მთის მდინარე, როს უხვობს, დიდ ზღვასაც  მიერთვის,  
მან - გზაჯვარედინზე - საუკუნეები ატარა,  
შეხედეთ  ამ გელათს, ამ მეტეხს, ასპინძას, მის ხერთვისს!

ზღვა - ციკლურ თვითწმენდას არ ტოვებს,   ჩვენ რა ვქნათ,  მარტოდენ
წყალი მდინარისა -  რაღაა -  ზღვაში შერეული,
ვის ახსოვს  დედები, მიწას რომ ცრემლებით ალტობდნენ,
ეული სამშობლო გვქონდა და კვლავ არის ეული!

ვერ ვუხსნი ვერავის,  სხვა არის მდინარის თვითწმენდა,
ვერაფრით იფერებს,   ვერ ირგებს,  რასაც ზღვა მოიხდენს,
 შემცდარა ყოველი,   ვინც ივერს ზღვობისთვის იწვევდა, 
ხიფათს ვერ იცილებს?   - ბევრსაც გადაიტანს მოსახდენს!

ზამთარში?!  - ძლივს  წვეთავს, მთელი კალაპოტი დაშრება,
მოვა გაზაფხულიც   -   ბრძოლაში  თავით გადაშვება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი