მართვე - შექსპირული სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მართვე
(შექსპირული სონეტი)

 იჩეკებოდნენ მართვეები მაღლა, ბუდეში,
აქეთ ნაპირზე  ჭოგრიტიანთა  რიგი დგებოდა
ზოგი -  კვდებოდა, მაგრამ იყო რაღაც ნუგეში,
რომ ორიოდე ბოლოს მაინც გაიზრდებოდა. 

წუხანდელ გრიგალს  იმათი ხე წაუქცევია,
დაშლილი ბუდე გაფანტულა იქვე,  არეში, 
ზულ ნაჭუჭები და  რაღაცა ნაკუწებია.
დღე გაგვითენდა  ყველას მძიმე, მრუმე და მრეში.

დატრიალებენ შორიახლოს უკვე ძერები, არა მგონია, დედა არწივს ეშველა რამე,
შემოღობილის გარეთ მდგომი რას ეძგერები!
ხმა ისმის შორით მარტოოდენ “შვილი, ხმა გამე!” 

 თავს შევუძებ: - რას გიშველის ეს დარდი ფუჭი!
სტიქიისაგან რა გადარჩება? - მხოლოდ  ნაჭუჭი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი