ქალი - ჩემში
ქალი ჩემში (ციკლიდან - ეტიუდები) ქალი ჩემში - ო, ბედითი არსება რას არ უძლებს, ვის არ შეეთავსება! თუ ერგუნა სიყვარულით ავსება, უმოწყალოდ რატომ-ღა ითარსება? მიყვარს, თითქოს არსადა ვარ წამსვლელი, მაგრამ თურმე მოულოდნელ წამს ველი, წავალ ისე, თითქოს არც მყვარებია, იწრიტება, ცრემლის რაც ღვარებია. როცა გული მოლოდინმა გალია, მომხედე და ღია დაგრჩა გალია. გასაფრენი ჩიტი - გალიაზეა. მე კი არა, ყველა ქალი ასეა! P.S. მეპატიოს ეს ლექსი- პაროდია, ყველა ქალი ჩემნაირი როდია. პროტოტიპი? იქნებ ანტიპოდია - ერთდროულად მეძავი? - ფოფოდია? უფრო წრფელი - არ ვიცი მელოდია. ქალობა ხომ გულზე - მძიმე ლოდია, ოქროს ზოდი?! - გული დანაკოდია. შეგეჭამოს?! - განა ბუტერბროდია! “თუ გიყვარდი, რაღად გამირბოდია?!” ეს - ლექსია? რაღაც - მონაბოდია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი