გედის თეთრი ფაიფური
#კალეიდოსკოპი უძვირფასესი ტურინი ანუ ფაიფურის სასუფე, გედი და ვარდები ხომ გახსოვთ, რომ მაჩუქეს და გადავირიე? ლექსიც ხომ დავწერე აღტაცებულმა! . ნინო დარბაისელი გედის თეთრი ფაიფური (დეკა-მონორაიმი) გედი - თეთრი ფაიფური მიაცურებს ვარდებს. თოვლი მოდის, წყალში ქრება, ტბის სარკეზე არ დებს, ო, არ მინდა ეს ზმანება მალე დასამარდეს, ბარდნის, ქარი ერეკება ზეცის დანაბარდნებს, გული ისე მწუხარეა, ვერ ერევა დარდებს. მივიწყებულ მოჩვენებებს დარდი მომალანდებს. გაურბიან სხვა ლანდები ლანდებს გასარანდებს, იმ ლანდებში ერთი ლამობს, ისევ შემიყვარდეს, მაგრამ სული ძველებურად განა ინავარდებს? გედის თეთრი ფაიფური მიაცურებს ვარდებს! აქ უკვე სევდიანი ამბავი მოსდევს… მჩუქებლები - გრეგორები ვანიტა და ბიუფორდი მოხუცდნენ, ერთადერთი ვაჟი ორი თვის წინ გარდაეცვალათ და ტეხასში გადადიან, ქალიშვილთან ახლოს. არ ვიცოდით, რა გვეჩუქებინა ისეთი, თან მსუბუქი ყოფილიყო, წასაღებად ადვილი, თან ჩვენი სიყვარული და მადლიერება რომ გამოეხატა და გედიანი ფოტო მოვიფიქრეთ, სამახსოვრო წარწერით, კონვერტით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი