ლილის ბალდახინი


#ლექსები
#ლილის_კარაბადინი

ნინო დარბაისელი

 ლილის ბალდახინი

    (“ო ბევრი რამე მოგვაგონდება ჩვენ იმათ ხმებში”- კოლაუ ნადირაძე)

სიჩუმეა ჩვენი ბოლო, რა გრუხუნი, რა რიხინი!
 ბრალი მისი, ვინც წავიდეს, მოტირალი არ ეყოლოს.
წვიმა იყო, ნელის-ნელა მიდიოდა ბალდახინი…
პროცესიას  - თავში - ძაღლი,  ვიღაც უცხო ედგა ბოლოს.
თქმა უყვარდა, ვიდრე  მძინარს გაგუდავდა ის ხიხინი:
- დაუხვდება მინდვრის ბოლოს, გაურბოდა ვინაც ღოლოს! 
ვისაც ჩემი შეშურდესო, მისი იყოს ჩემი ლხინი!
ჩემი ლხინიც წაიღოს და  ჩემი დარდიც გააყოლოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი