კვიცი (სპენსერული სონეტი ვოლტათი ანუ ბრუნით)
#ლექსები ნინო დარბაისელი კვიცი (სპენსერული სონეტი, ფინალში - ვოლტათი ანუ ბრუნით 𝑎𝑏𝑎𝑏bcbc cdcdee). სამი კვირაც იქნება, სულ კვიცებში დავდივარ, ვარჩევ ჯიშის მიხედვით, არდამთმობი მისხლის, ახლა ვფრთხილობ ძალიან, თორემ ისე - მარდი ვარ. -დედის სახელს უსმინე - გამყიდველი მიხსნის - თუ გინდაო იპოვო კვიცი, წმინდა სისხლის. ვეუბნები ამაყად, რომ ეგ წესი ვიცი. ისიც ვიცი, რამხელა მიჯობს ანუ მის ხნის უნდა იყოს, კარგი რომ გამომადგეს კვიცი. - ცოდნა უნდა ყველაფერს, რაა დასაფიცი! გამოდგომის ამბავიც დაუმატე ბარემ; კარგად უნდა გესმოდეს ქიცმაცური-ქიცი, დასჭირდება შეწყობაც, ვიდრე სხვებში გარევ! - მერე გვიან იქნება, თუ გამრჩევი არ ხარ, თავი გინდა ცოცხლად თუ ცოცხლად დასამარხად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი