დირჯი
#ლექსები ნინო დარბაისელი დირჯი (სპენსერული სონეტი, ფინალში - ვოლტათი ანუ ბრუნით) “ბედმა ორი გზა მაჩვენა და უნდა გადაგირჩე, წასვლაც ძნელია, დარჩენაც - ორი ძნელიდან ვირჩევ”. გიგლოვე, გამოგიდირჯე, ვიქეცი მე ცრემლვარდნილად, ვთქვი, იქნებ სიკვდილს მივრჩე, ცა - ვარდით გადაბარდნილა. მე ადრიანად, ამ დილად მოუსავლეთში წავალ. ვერსად მიპოვი ნამდვილად. უკვე მიწა ვარ, ცა ვარ! საფლავი - ბევრს აქვს განა?! მკვდრებიც ცოცხლებში დგანან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი