ნოსტრდამუსს ( შექსპირული სონეტი ცხენის მონატრებაზე)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 ნოსტრდამუსს

   (შექსპირული სონეტი - ცხენის მონატრებაზე)


ახალმა  პატრონმა “მესიჯი” დამიტოვა:
მოწყენილიაო,  ლაღიც აღარ ეთქმის!
ვუთხარი,  ალბათ,   თავი იმარტოვა, 
ან არ  ეხუტებით  განუწყვეტლივ-მეთქი.

ალერსს ნაჩვევია, მუდმივად მოსაფერი.
მეც ვეფერებიო, ვფიცავო.
საჭმელზე შევეკითხე, უცხო - არაფერი,
დოზებსაც  -  უცვლელად  ვიცავო.

- ვიტამინს თუ უფშვნით საჭმელში ყოველ დილა.
კუჭი უმოქმედებს ნაჭამზე?
კიო და სადგომიც ბევრჯერ გაწმენდილა,
დგასო და  მთელი დღე წყალს ჩამზერს.


დავპირდი,  დღეს გნახავ,   საქმეს რომ მოვილევ.
როგორ გაგიმეტე, ძილშიც სატირილევ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი