სონეტი რამზეს II - ოზიმანდიასს


#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი  რამზეს II - ოზიმანდიასს 

       (მის  მუმიას  სოკო გაუჩნდა და 1974 წ. სამკურნალოდ  ეგვიპტიდან პარიზში გადააფრინეს)

თუკი  გაუძლებ ათასწლეულებს, 
თუ ეგვიპტელი შენ ხარ მუმია, 
ლანდავ  ძველ ამბებს და აწ-ვე ულევს,
უკან - კაიროს  მუზეუმია;

 თვითმფრინავისას  გიღებენ ბილეთს,
პარიზელები თავს გევლებიან,
 საბაჟო  - მითებს გააბათილებს
გიღებენ პასპორტს,  თარიღ-წლებიანს, 

გიკრავენ სურათს, არკვევენ  სახელს
და უკეთესი რაკი ვერ  ნახეს, 
გიწერენ  “მეფეს”. ვინმე გაამხელს

სოკომოდებულ სიმართლეს მჭახეს?
წარსულში ცოცხალ ღმერთად რომ გსახეს,
აწ მეფურ ხვედრის  გრძნობ სივაგლახეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი