ფეხდანაკიდი
#ლექსები ნინო დარბაისელი ფეხდანაკიდი *** ჩიტი, ყვავილი, და კლასიკა - შეგვაგრძნობინებს, რომ სამოთხე - - ცოტა - აქ არის! *** ენას - ლაგამი! თვალს - დოლბანდი, მდევარი - ლანდი - - რომ ჯოჯოხეთი - ცეცხლოვანი ალაგია აქ მინაქარის! *** ძრწოლა, შენდობა, მონანიება - - რომ იმათშუა ერთადერთი - - ბეწვის ხიდია! *** ვიდრე ვარ - ვიყო! თუ არ ვიქნები, არყოფნაში ჩამოვიქნები?! ფეხდანაკიდი - დასაკიდია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი