უკანასკნელ გზაზე (შექსპირული სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი უკანასკნელ გზაზე (შექსპირული სონეტი) უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ იგი, იყო ყვავილები, გვირგვინების წყება. მოგვყვებოდა მძიმედ მანქანების რიგი. იწყებოდა უკვე მისი დავიწყება. ცოლი - მგლოვიარე იყო დაქანცული, მგლოვიარე დედა - ჩამწვარ სანთელს ჰგავდა, მე ვუცქერდი უხმოდ და მტკიოდა სული, ყველა გვერდით ედგა, ერთადერთის გარდა. დღევანდელის მერე - დღეა ხვალინდელი და ცხოვრებაც წავა, როგორც ადრე იყო, ახლით შეიცვლება ძველი სადარდელი. შენ - ცხოვრება დღეით უნდა ათარიღო! უკანასკნელ გზაზე სხვას ვინც მიაცილებს, გზას ეჩვევა. ჭირი - ნახავს გასაცინებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი