მწარე გამარჯვება პიროსის


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მწარე  გამარჯვება პიროსის

(შექსპირული სონეტი.  მან -  ბერძენმა -  რომაელები  დიდი მსხვერპლით დაამარცხა და  თქვა ,,ერთი ასეთი გამარჯვებაც და  აღარც ვიარსებებთო”)

ისევ ეპიროსი -  პიროსი, 
კლავ? -  დამნაშავეთა ძიება?
ამ სევდის კვლავ  უნაპიროსი -
თქმა ისევ  სათქმელებს მიება.

თუკი გაიმარჯვებ იმ ფასად,
რომ ისევ წაგება გერჩია,
თუ   დაჯდა სიცოცხლედ ათასად,  
ბრესტია, კურსკი თუ ქერჩია.

თუკი ინვალიდებს დამალავ,
რათა არ იხილოს მსოფლიომ, 
არ გათქვას სნეულთა ამალამ, 
დავკარგეთ  სისხლი და ოფლიო.

 “ მტერმა არ გადაიბიროსო”-
- მარცხით გაიმარჯვე, პიროსო?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი