აპოლოგია სალიერისა (შექსპირული სონეტი)
ნინო დარბაისელი
აპოლოგია სალიერისა
(შექსპირული სონეტი)
ვის - სწირავს, ანდა - იწყალებს ბედი,
ვის - გაუსწრია, ვის - ზედ უსწრია…
გაჯერებს ტყუილს, გონზე მოქმედი
კინოფილმების ეს ინდუსტრია:
ფილმმა რეალი როგორ არია…
ხვეტა ჭორები, ნათქვამი ადრე!
მკვდრები - ცოცხლების ნებას არიან,
თავს ვერ იცავენ?! - რაც გინდა, ჰკადრე!
რა დააშავა ნიჭის ქომაგმა
ვენეციელმა ამ სალიერმა?
ასხეს მხურვალე ლავა თუ მაგმა,
გასწირა ხალხმა ზნეცარიელმა?!
მოდის მოცარტი და სალიერი -
- ნათდება ქვეყნის დასალიერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი