ეტიუდი წილხვედრობისა
ნინო დარბაისელი ეტიუდი წილხვედრობისა - - - შენ არაგვო, თეთრ-შავაო და შენც, დამსხვრეულო თერგო, რა იცოდა ღვთისმშობელმა, თურმე საქართველო ერგო! წინაპართა საცხოვრისში ჩარჩენილო ხორბლის დერგო; ენერგიავ, თითო გოჯში ჩაქცეულო ასო ერგო, ნუ ილევი, მტრის გზა-კვალი დღესაც უნდა გადახერგო! რაც მტარვალმა მიიტაცა, ჩვენი ცოდვით არ შეერგო. ახლა მაინც ახეხილდი, შორით გადმორგულო ნერგო! წილხვედრი ვართ ღვთისმშობლისა, ღვთისგან საქართველო ერგო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი