ბაღები - რეტრო (შექსპირული სონეტი)


ფეისზე, “მცდარბეჭდილმძებნში”  ვიღაცას დაუწერია:
“აველვარდები - გრამატიკულად სწორი სიტყვაა, მაგრამ პრაქტიკულად ვერ გამოიყენებო”
   სწორედ ამიტომაა ლექსი კარგი,  თხზვის ტექნიკის დაუფლება!
  ეს კომენტარი იქ დავუტოვე: 

რას ერჩით, გადასარევი სიტყვაა  -   “აველვარდები!” - ნათელი და სურნელოვანი!

მაგალითად ასე:
შექსპირულ სონეტად - 
 
ნინო დარბაისელი

ბაღები - რეტრო

იცის  მებაღემ,  ვის შემოუშვებს, 
ჭიშკარს ვის  გამო აღებს!
ან უშენობას ვინ მოუშუშებს 
 შენი სასახლის  ბაღებს?

მე -  ძველებურად, აქ გელოდები, 
 შებინდებულა,  ხედავ?
გაგრილებულან  აგერ, ლოდები,
ჩრდილები წვება ხეთა.

ისე ჰყვავიან  წითლად ვარდები, 
გიკვირდეს - გადარჩნენო.
მე - უკვე ვეღარ აველვარდები,
შენს დანახვაზე,  ჩემო!

გული სიჩუმეს იტევს.
დაუძინიათ  ჩიტებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი