წასვლა


#ლექსები 

ვინც  მხატვრობაში ვერ ერკვევა,  ამაზე ტყუილად მოცდება.

ნინო დარბაისელი

წასვლა

(სალაღობო)

ავიწყვიტე არტახ-ღვედი,
სულ ხელიდან  წაგიხვედი,
რა ტოლი და რა მერვედი,
 არა შეგრჩა  არც  მეცხრედი.
ფიჩხს დაურჩა ნაფიჩხედი
და მუნათზე  გადმოხვედი:
- ყოფილხარო მაღლით მხედი,
დაოკდიო ნათავხედი.
წამსვლელს -  ერგოს ბედის ხედი,
 დამრჩომს - ფანჯრის რაფა ელის,
თან თავიც აქვს მისახედი.
ცხოვრებაა - რაფაელის
ბრუნი - სამი მეოთხედი!


ახარხარდა დემიურგი, 
სარკე! - ზურგი, ზურგი, ზურგი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი