უთქმელობის ტერცა რიმა - დედას
#ლექსები მომენატრა ტერცა რიმა - სონეტები. ღიას კიდევ რა უჭირს. ჩაკეტილი - კაი ხანია, აღარ დამიწერია. ნუ, ახლა, იამბური წყობა ქართულად მაინც არ გამოდის სონეტში და მეც, “რიტმულად გავილაღე”. სამაგიეროდ, აქ თერთმეტი მყოფნიდა (3-3-3-2), მე კი სხვა ხაზს გავყევი, ცოტა განვავრცე და 14 ტაეპიანობა “დავიცავი”, შიგადაშიგ ცოტა ალიტერაციები მივუმატე, კეთილხმოვანებისთვის. შინაარსი - კახური ავიღე, დედის გულის გასახარად, 🩷ამ დღეებში მისი დაბადების დღე მოდის და ბარემ მზად მექნება მისაძღვნელად. რა მოხდა, სხვა რა შერჩება, დაქალებში იამაყოს, ჩემი შვილი მთლად დანტე ალიგიერივით წერსო😁 ნინო დარბაისელი უთქმელობის ტერცა რიმა - დედას (ჩაკეტილი სონეტი - ABA BCB CDC DED AA) გულში ჩავიდო წყენა და არაფერი ვთქვა? დააყენეო ენა! ქვა ვარ, უბრალო ქვა, არც შევიმჩნიო რამე, არც ამოვიღო ხმა? ჰოდა, არც ბრაზი ვჭამე, ვთქვი, რაც სათქმელი იყო, არც დარდი ვაჭაჭანე და დარდიც გამქრალიყო. წყალს გაჰყოლია თან და ვთქვი, რაც იყო - იყო! ართქმამ ვინ ააშენა, მენანა დათმენა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი