ალური
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ალური
(შექსპირული სონეტი “ცისფერყანწელებს”)
(ცნობილია, რომ საფრანგეთიდან დაბრუნებული პაოლო იაშვილი ცდილობდა, ქართულ პოეზიაში შემოეტანა და დაემკვიდრებინა მრავალი ნოვაცია, მათ შორის - სონეტის ფორმა)
ღვინოვ, შენ თუ გიღვინია,
ცრემლი რად მდის ღვარული.
ჩემს სიზმარში ჭიხვინია,
თქარუნი და ალური*.
ვთქვათ “არული კუდიანებს”*
“კუდიანებს არული”.
ხსოვნა ტკივილს არ მიამებს,
ზარი რეკავს ზარული.
დღემდე ვტირი “ცისფერ ყანწებს”,
თვალს მომედოს რა რული!
სვეტად ადგას ნამოღვაწებს
დარიანულ-დარული.
უკეთურთა მოპარული
ციკლი რამ - საკრალური.
- - - -
*ალური (allure - ფრანგ.) - ცხენის სვლა მრავალგვარად, ასევე - ქალის ეროტიულობა- სექსუალურობა. ქართულ პოეზიაში შემოიტანა პაოლო იაშვილმა
** “არული კუდიანებს” - ჟურნალ” ცისფერი ყანწებიდან”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი