ნაფტალინის კაცი იგი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ნაფტალინის კაცი იგი

(შექსპირული სონეტი)

ზამთრის პირას პირველ პალტოს  ის იცვამდა, მგონია.
მყავდა ერთი მოტრფიალე, არ ყმაწვილი, ბებერი.
მოსაუბრე  იმისთანა - მართლაც მონაგონია,
ნაფტალინის სუნი ჰქონდა, გაუნიავებელის.


 აქამომდე შემრჩა ასე,  სუნი მოდის  პირველი,
მერე ყველა დანარჩენი -  სულ გონებას მოჰყვება.
ყნოსვითია ხსოვნა  ბევრი,  რაა გასაკვირველი.
წარმოსახვას? - ახსოვს ერთი  ვინმე ფერმკრთალლოყება.

ძილში ? ძილი-  ოხერია! ვის დამორჩილებია! 
ხან  დაგაფრთხობს  ჩაძინებულს ერთი გაფაჩუნება,
ნაფტალინის  ბაღში   ხარობს,  ვარდის ნაშვილებია, 
 ხანაც - თოვლად მეფინება,  ძილში მეხრაშუნება. 

ეჰ, რას იზამ! თურმე როცა აღარავის არ ელი,
ბრუნდებიან  გარდასული მეტრფე-მოტრფიალენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი