მუზეუმის სონეტი


# ლექსები

ნინო დარბაისელი

მუზეუმის სონეტი

ჰაერი - ყვითელი  სილა და მტვერია.

აქ თუ არ გაწვიმდა. ვიხრჩობით ყველანი.

მზე - დღემდე ღმერთია,  მზის მძრახი  - მტერია!

ვჩანვართ გიგანტებთან - ჩიტებისხელანი.

ნეტავი გაწვიმდეს, ძირს ჩამოიტანოს,

ვუვლით პირამიდებს პირმოკუმულები.

ყველა ჩრდილს დავეძებთ მცირეს, სანეტაროს.

წვანან - აქლემები, ულევი, ულევი!

რომ ჩასწვდე ეგვიპტეს,  ხარ  აქ ნაცხოვრები?!

შენს წარმოსახვასთან გეყოფა რა ომი!

დაგვდევს თან გუნდები მძარცველ - მათხოვრების

და ყველგან მუმია გელის  ფარაონის.

გრილში მე ამდენი არ მიზეიმია.

გჩხრეკენ და გიშვებენ, ეს - მუზეუმია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი