შექსპირული სონეტი ალექსანდრიას
#ლექსები პირამიდის გვირაბში ჭერისთვის თავის ორჯერ არტყმამდე კიდევ რა მიჭირდა და ახლა გამიძელით! ორი დღეა, სულ შექსპირულ სონეტებად მომდის სათქმელი ნინო დარბაისელი შექსპირული სონეტი ალექსანდრიას ვარ გათანგული. ბევრი ვიმგზავრეთ, გუშინ ავდექით დილაადრიან. გამიტყდა გული, ჟამს წაუშლია ჩემი ოცნების ალექსანდრია. მუზათა შორის, მუზეუმებში ნაქანდაკარი იყო მრავალი და სუნში შმორის, ჩანდა ეგვიპტე და ეპოქები გარდამავალი. ყველგან კვალია მრავლის მრავალი, ლაბირინთივით გადახლართული. არ მიწვალია, მე მრგვალ კედელზე წარწერა უცებ ვნახე ქართული. გული ოკდება, ასე ყოფილა -რეალობაში - ოცნება - კვდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი