ეგვიპტური დღიურიდან - მეფეთა ველი


#ლექსები

ეს ფორმა სონეტისა - ჩემი შექმნილია. დრო მქონდა გასაყვანი და მომკლა.  არ შეიძლება , ასეთი სულელური ამოცანა დაისახო! მეტს აღარ ვიზამ

ნინო დარბაისელი

ეგვიპტური დღიურიდან - მეფეთა ველი

შემოვიარე მეფეთა ველი, სიცხეა მწველი,  
გზები -  არ-ძველი.
ვერ გამიგია, აქ რაღას  ველი,
ასე ტანსველი

საკუთარივე ოფლით. ამ სოფლით,
წამის სამყოფრით!
აქ სარკოფაგებს ოქრო არ ჰყოფნით,
გადანაფოფრი.

მომწყინდა მკვდრები,  სიკვდილადრები
და უკადრები, 
საფლავთა ცქერით  - ყელვიღადრები,
(შენ  - იბადრები?!)

 ბევრი ვიარო, ცოტა ვიარო, 
როგორ ვიპოვო სამშობიარო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი