შენგან ნასწავლები - ბოლო გაკვეთილი (შექსპ. სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი შენგან ნასწავლები ბოლო გაკვეთილი (შექსპირულ სონეტად) ვიდრე მიხვიდოდე, ისწავლე წამოსვლა. წასვლის ხელოვნებას - უნდა დაუფლება, თორემ მახინჯდება არცოდნის გამო სვლა, რაც იყო ლამაზი, ისიც დაიფლება. დატოვე იათა ფერი და სურნელი, სარკმელი, ჰაერმა რომ ისევ იაროს. სჯობია, ვიღაცას ეგონო სულელი, შენ თავად ნაბიჯი ბრძნული გგონია როს. არ იყო წასვლისას ვინმე, მოუქნელი, რომ რბილად დასძლიო შენ გადასალახი, წყალს არ გაატანო მთლად ნაქმნარ- უქმნელი, დამრჩომს რომ ხსოვნაში არ დარჩეს ტალახი. კიდეც რომ მოგდევდეს ცრემლი და ხავილი, როდესაც მიდიხარ, დატოვე ყვავილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი