სონეტი შინყოფნის მონატრებისა
#ლექსები ნინო დარბაისელი სონეტი შინყოფნის მონატრებისა მაშინებენ იზიდა, კიდევ ოზირისი და რამზეს - ტუტენხამონი. ალბათ წყალი მიშველის სივას ოაზისიდან - წვეთნი უნაგრამონი. ეგ ვინღაა, ამონი?! ამონი თუ ამონ-რა, -კითხულობენ ლანდები. დაიღალონ დევნაში, ვეღარა აწამონ, რა, და გაჰქრნენ ნაბანდები! ვეღარ გამოვეხსენი მზეპირდაპირ ამინდებს, ყოფას, ოქროდ ნამითებს, სფინქსებსა და ხეოფსის მდუმარე პირამიდებს, დარდებს რა ამარიდებს. რას და როგორ აწონი, ბევრია მოსაწონი. მომენატრა საწოლი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი