ბრექის მწარე სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბრექის მწარე სონეტი

საქართველოს ტურიზმი ვინ, რამ განავითაროს, 
ანკი რა გააჩნია  დიდად  გასაკვირი?
ყველგან როა, ვერც ნახავს ბუკლეტების იმ თაროს,
სხვაგან რაც უფასოა, იმაში -  სურს ძვირი!

შევადარო ეგვიპტე ან ისრაელ- ავსტრია, 
საფრანგეთ-იტალია, არც თუ ისე ძვირი?
უტუალეტო თბილისში მოფსმაც მოსანატრია,
თავად გამომიცდია, ვირი ვარ და ვყვირი!

 ქვეყნის ჭუჭყიანი და მოუვლელი იერი - 
ზოგს ჰგონია, უცხოელს მიიზიდავს უცებ?
მთვრალი, ბოზის მდევარი - ძლივსგამძღარი  მშიერი, 
პერსონალის უწვრთნელის - ზედაც - სიტუტუცე.

ბანკის ვალში იხრჩობა, მოარული ბრექით. 
ისევ მიწა გერჩიოთ, შრომას 
მიაწექით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი