თავისთავის ძეგლი ცოცხალი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

თავისთავის ძეგლი ცოცხალი
(სონეტი)

იყო დრო,  როცა
ფრიად იყო დაფასებული.
დრო წარიხოცა, 
ხოლო საქმე მისი ქებული

დარჩება,  სანამ
იარსებებს ერი ქართველი.
 იცნო ქვეყანამ
ის - მარადი ფიქრთ გასართველი.

 ჟამი იცვალა,
სხვა თაობის დამდგარა რიგი!
ბევრიც იწვალა,
 საბოლოოდ  რა გახდა იგი?

სიმართლე ცხარი - 
- თავისთავის  ძეგლი ცოცხალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი