ჩუსტები (სონეტი)


#ლექსები 
ნინო დარბაისელი

ჩუსტები

(სიხარულის შექსპ. სონეტი.  ამერიკიდან - ეგვიპტემდე უზარმაზარი მანძილია. მუდამ სამგზავრო ჩუსტებს ვყიდულობ.  
 ბოტასიანი ჩემოდანი დამეკარგა.  კომპანიისგან მოგვდიოდა კლიშეები, ვწუხვართ, ვეძებთო, მაგრამ პირადად - არ გვპასუხობდნენ.  “საშოფინგოდ” - ჯგუფს ხომ ვერ ჩამოვრჩებოდი, არა?! 
აქამდე  უდაბნოს ცხელ ქვიშაში - ჩუსტებით ვიარე)

 ახლა კი განდობთ გულის ჩემის დარდისა საგანს.
უკვე ჩავლილი ამბავია, ვდუმდი აქამდე.
ლონდონში - ჩვენი ჩემოდნები გაუშვეს სხვაგან, 
რომ არა წერა, გაუძლებდა გული აქ ამდენს?!

ათი  დღეც  გახდა, ბარგს ველოდით და არ გამოჩნდა.
რა უნდა მექნა!  უდაბნოში გინდაც  აქარდე!
და ფოტოებში ნინო  მუდამ ამის გამო ჩნდა
ჩაუცმელი და …ენავ უკვე უნდა აქავდე!

სონეტო უკვე შესათხზავად არ მეძნელები,
მაღონებს მხოლოდ,  არ შეწუხდნენ აქ გულსუსტები.
- ვინ არის იგი, ტანთ ემოსა ვისაც ძველები,
 ვინც მოიარა მთლად ეგვიპტე - ფეხზე ჩუსტებით!

ახლა მაცვია მე ბოტასი ახალთახალი, 
ვიძახი - უკვე სიხარულის გავხდი მძახალი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი