მეგობრობის გამოსალოცი - მონორაიმი
შემახსენა და არ ზიარდებოდა. ახლიდან ვდებ #ლექსები ნინო დარბაისელი მეგობრობის გამოსალოცი - მონორაიმი როცა ძალიან გაგიჭირდება და გვერდზე მდგომი გჭირდება როცა, როგორ ამაოდ ეძებ მეგობარს, თითქოს სუყველა ამოიხოცა. ან მეგობარი გგონია იქნებ, რაკი შეგხვდა და ერთხელ გაკოცა? ან ხელი ნელა შემოგიცოცა? ან დანახვაზე გახარებულმა აათამაშა რაკი ტაკოცა? ან შენთან ერთად რომ იხოცხოცა, სიცილის ცრემლი ზედ მოგახოცა? ეს ტყუილია! არც არასოდეს გყოლია ვინმე, რამ გაგაოცა! გამოსაფიცი - გამოიფიცა, გამოსალოცი - გამოილოცა! ახლა შენიშნე უმეგობრობა, გვერდით დამდგომი დაგჭირდა როცა?! 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი