სინაის მთის სონეტი


# ლექსები
ნინო დარბაისელი

სინაის მთის სონეტი

წყალსაც ცეცხლი უკიდია, 
დაგედება აქ ვალები.
სინას მთაზე -  დიადია
ძველ ქართველთა ნაკვალევი.

 გდევს მარადის სამერმისო  
 ხმა მოსესი - სიბნელეში!
(თქვეს, სუნია აქლემისო, 
რომ მეგონა, ეგდო  ლეში).

დღეს სხვებისა მეფობს ხანა
და ქართველიც ვერსად ვნახე,
შევაჯერე მთლად ქვეყანა, 
ვერც ვერავის  დავემძრახე.

 ვინღა იცის,  რის ტოლია,
საქართველოს ისტორია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი