ბატონი იქსი - სონეტი მაგრიტს


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ბატონი იქსი -   სონეტი მაგრიტს

(“სიტყვა ნაწყვეტი გამოგვიცხადებს უფრო მეტს,  ვიდრე მთელი პოემა” - გალაკტიონი)

ამბობთ ცოტას და გულისხმობთ მრავალს,
თქვენსას არ  ამხელთ თავგადასავალს,
ამასობაში ეს ჟამიც გავალს.
ვინ გადებთ, რა - ვალს?

ხართ  ცეცხლოვანი, არდახვეწადი,
არდავარდნადი, არც რის ხვეწადი, 
საცაა,  გავა   ეს წელიწადი.
“- არ მოგწონს?! -  წადი!”

ხართ - ჯოჯოხეთის მდინარე -  სტიქსი,
მდუმარე სფინქსი,  ცეცხლის ფენიქსი,
ჩამონათვლისა  მე დამრჩა იქ სი…
თქვენ კი   გამქრალხართ - ბატონი იქსი!

ღამე ვათეთრე და გავახამე, 
მაგრიტს კი მაინც ვერ შევეხამე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი