მამელუქების სონეტი


#ლექსები 

ნინო დარბაისელი

მამელუქების სონეტი

რა საქმენი უქნიათ, საქებ-ნაქებ-უქები!
თავგანწირვის   ნათელი მოხვევიათ  გარს.
სადღა აღარ იბრძოდნენ თურმე მამელუქები,
ვიკვლევთ იმათ წინაპრებს,   იმათ მონაგარს.

ვლანდავთ  სხვათა მომხვდურებს -  მათით ანაკანკალებს,
თავს  დავეძებთ?! რა გვიჭირს,  ვისაც უნდა, გვხრას!
სხვათა ისტორიებში ვეძებთ ქართულ ნაკვალევს,  
“წარმოშობით ქართველმა მიაღწია რას!”

წარსულს მივჩერებივართ, წინ  - უცნობი ხედია
და  ფეხწამოსაკრავი გველოდება ქვა.
ვინც სიმართლეს წარმოთქვამს, ვამბობთ: “რა თავხედია!
ჩვენც კი ვიცით სიმართლე, მაგან რატომ თქვა!

 სხვაგან სხვას თუ რამ  არგო? სხვისი მტერი თუ მოსრა,-
 ჩამესმის  ილიასი - საქართველოს - რა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი