პოლიტ-სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი პოლიტ-სონეტი შემოკრიბეს, სადაც მატყუარაა გარედანაც ცეცხლი კარგად უკეთეს… საქართველო ამის ღირსი არაა, “საქართველო იმსახურებს უკეთესს!” ამისთანას არ ელევა ადგილი, წვერს გაუშვებს, სათვალეს დაიკოსებს. რაა მასის აგდებაზე ადვილი, თყ მოუსმენს მის მსგავს პოლიტიკოსებს?! გუშინწინ თუ გუშინ, დღეს მითუმეტეს, მომავალშიც, თუკი სადმე ერია, იმსახურებს მუდამ მასზე უკეთესს, რეალობა როგორც მას მოერია. ამ ჩარჩებით კვლავ წარსულში ჩარჩები, ქვეყანაო, ხარ კი გადასარჩენი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი