კოშმართა სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი კოშმართა სონეტი (ონომატოპეა) დაიხრიალებს ქვიშა და დაიღრიალებს მხეცი. შრიალში - არა მიშავდა, რას უცდი, მხეცო, მეცი! თოფისა ისმის ჭახანი, ქედი უბრუნებს ექოს, ნეტა გამოხდა რა ხანი, ნეტა არცა რა მექოს. რა მოსდევს წყალთა ჩხრიალებს, რა აჟივჟივებს ჩიტებს. გველი სისინით სრიალებს, საცაა შემომიტევს. გაღვიძებულზე - კანკალი, ნასიზმრალსუკან - ქალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი