ცრის სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი ცრის სონეტი დარია - უსახური, ჰგავს ბედის მინაქარს, ჩასაკეტ-მისახური გაუძლებს მინა ქარს? თვალები დაინამე მხილველმა მდარებლის?! გექნება ჩაი რამე, მურაბა - კომშის, ბლის. რაღაცამ მომასწრაფა, მთქმელი ვარ არცა რის? მიყვარს ეს ფანჯრის რაფა, თან, როცა ასე ცრის. ვთქვათ ბედის სიმკაცრის, არ გადაიღებს, ცრის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი