სონეტი შემდგომობისა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი შემდგომობისა

(Wild Nights (249) E. Dickinson)

ეს  - რა სიგიჟე იყო, 
წინ რაც უძღოდა, ისიც,
რა ბუღი დამდგარიყო,
ვისაც გადახდა,  იცის!

ვზანტდებით ასე რატომ?
რას დაემონა  ტანი?
ამ წამმა - უღალატომ
ცნოს,   დაე, მონატანი!

ბრძოლა - იმედი - ნება,
ალყური  - მოდგინება, 
წყლად როდი  მედინება,
უბრალოდ,  გვეძინება!

 ვინ - აქ -  რა ითავნება?
სად გაქრა ორთა ვნება?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი