სონეტი ერსა და ჭეშმარიტებას


#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი  ერსა და ჭეშმარიტებას


ჰკითხა პილატემ იესოს
“რაი არს ჭეშმარიტება?”.
ვერაფრით ვეღარ სძლიესო.
ირჩია თავგარიდება. 

მე - ამ საქმეში ხელს ვიბან,
თქვენ თავად გაარკვიეთო,
ქურდს და მკვლელს ეძებთ ბან და ბან?
ერთს ინდობთ? - აპატიეთო!

სამშობლოს სჯობსო, მიცხადეს, 
უცნობი ჭეშმარიტება,
კარგი ბოროტად მით ხადეს…
 თუკი გდევს ეშმა - რიდება!

რაიც არს ჭეშმარიტება, 
ერის წილ - არ დაიდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი