ტრასტევერე


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ტრასტევერე

რომის გული - ტრასტევერე,
ქვაფენილზე  როკვა ჩვენი, 
 წინ - ტიბერი, არა - ვერე,
ჰადსონ რივა ან რევერე.
ხიდის ძველი დანარჩენი,
დანგრეული ეს საზვერე - 
- ისტორიის - განაჩენი,
ღამის რომი რომ  მაჩვენე - 
მახსენდება  მარტოს,  მერე,
ღვინის ჭიქით შენაჩვენებს,
ის “ბრავები” და “დოლჩენი”. - 
გზად  - ნაგავი და ნარჩენი.
თავი როგორ ავიღერე!
ტურისტული  ვცანი სენი,
წრიდან გასვლა მეც ვიფერე,
ბნელში ლანდებს მოვეფერე,
მეც ლანდობა  შევიფერე! 
მუსიკა და  მებასენი,
ვნება - ჩემი, ვნება -  შენი,
სურვილები  - დაუტევნი,
ირგვლივ ხალხი?! - მთელი ტევრი,  
 იხსენე და მერე წერე:
ტრასტევერე.
ტრასტევერე!

_
*რომის ცენტრალური უბანი, სადაც დავბინავდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი