პარალელები
#ლექსები ნინო დარბაისელი პარალელები (“ეს არის სიცოცხლე? ეს არის ცხოვრება?” გალაკტიონი) არ დაიჯერო, ნამდვილ მეგობრებს ვერაფერი დააშორებსო. სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება არის იმაზე სასტიკი და ირონიული, დასაწყისში ვიდრე გვგონია. არ დაიჯერო, რაკი მეგობარს დაიგულებ ტერიტორიულ სიახლოვეში და გაიფიქრებ, როცა მოვიცლი, მაშინ ვნახავო, ასეც მოხდება; წავა ცხოვრება ორივესი - ავად თუ კარგად, და ივლის, ივლის პარალელურად, პარალელური ხაზები კი არასოდეს იკვეთებიან. და ყოველდღიურ საზრუნავებში გამოხლართულს სულ გეგონება, რომ მეგობრობა მოესწრება, დღეს რაღაა და ხვალე იყოს, ხვალ, ზეგ ან მაზეგ, მაზეგის მერეც ამ თვის არ არის?! ამასობაში ყველაზე გვიან, თანაც შემთხვევით შენ გაიგებ სიკვდილის ამბავს. დადგები ასე, ნაგვიანევი, უკვე უაზრო ბოდიშივით ოთხივე მხრიდან პარალელურად შემოზომილ მიწის ნაკვეთზე, კუთხეში ბზები და გულისპირზე წვრილი იები რომ ჩაურგავთ ჭირისუფლებს მზრუნველი ხელით გალავანგარეთ კარგად გაზრდილი იასამნის ბუჩქიც რომ ხარობს ეტყვი მეგობარს: - ეჰ, შენ რა გიჭირს, დაისვენე! მაინც კარგია, რომ არ მინახავს მე ბოლო წლების ავადობა და დაკნინება, გამათხოვრება, არ განმიცდია არც გასვენება, არც დამგლოვრება და ყველაფერი, რაც კარგი იყო, რაც ჩვენში იყო, რაც მართლა იყო, მთელი ცხოვრება ისევ ცოცხლად მემახსოვრება! - - *ლექსის ეპიგრაფი გალაკტიონის დღიურიდანაა, ასევე სიტყვა - დამგლოვრება. რითმა - ჩემი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი