ხმითნატირალი სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხმითნატირალი სონეტი

შავშორეთიდანაც   მომდგარიყო  კართ  შენი მგებარი:
-დროა,  უნდა გამატანოო  ესე  მეგობარი!
ვინააო  მარადისის  ნების  გამგებარი, 
 გინდ,   ღვარად იდინოსო  ცრემლი ნაგუბარი.

სახელად - სხვათა იყო- სატირლად  - შენ მოგებარაო,
განგების   ნებააო.  განაგებ? - არაო,
 ანკი  ამსოფლისა   სხვა გაიგება,  რაო!
 გინდოდა,   გზა - გეკეცა და წყალი - გებარაო?

პირ-სახე  ყორნისფრად  კი შემოგიბურიაო,
ცრემლისა ზღვა დამდგარა, განა  გუბურაო.
ნაქებარი  როგორ დაქცეულა  ციხე-კოშკი ნაგებარიო,
გვიანია  - სიტყვა შენი  - შესაგებარიო!

პოეტი ყოფილაო -  სხვით - ურგებარიო,
ნარ-ეკალი  - შენ გერგუნოს  ქვეშნაგებარიო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ავტორის სიგიჟე ამაზე შორს, ალბათ, ძნელად წავა.
მოინდომო უმყარესი სალექსო ფორმის - შექსპირული სონეტისა და უთავისუფლესი ქართული ხალხური ხმისნატირლების ფორმისა და მოტივთა კონტამინაცია, თან
რიტმული და რითმული ვარიაციებით.
მეტს აღარ ვიზამ!

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი