ობლობის სონეტი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ობლობის სონეტი

(“ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას” - ნ. ბარათაშვილი)

როგორს გვამცნობს  მრავალი დიდის ბიოგრაფია- 
ქმნიან,  თუ რამ შექმნილა -  ბავშვობიდან ობლები.
ეს ცხოვრება  ვისთვისაც მწარეა, ქეძაფია.
 მათ შექმნილზე ხარობენ მერე სხვა, მლხინობლები.

სიმარტოვევ ობლობის, ცრემლო,
კენტად ნაყლაპო, 
 დაკბენილო ტუჩებო, ლოდინო სასწაულის,
რა   ტკივილი გატოპე, ზედ გესხმოდა რა ტლაპო, 
 სხვა რომ  ვერც  კი  შენიშნავს, ანდა გვერდსაც აუვლის!

ტირანები?! -  ასევე - სულ ობლები არიან,
 ნუთუ სიმარტოვეა ბოროტების  აკვანიც?
 სამსხვერპლოსკენ ყიჟინით მივლენ, მიიხარიან, 
არ ელევათ ზრახვანი, ძრახვანი და ზაკვანი!

გული, ღრმად ნაკვეთარი - რომც გადარჩე - არ რჩება, 
 ობლობისა ტკივილი - სამუდამოდ დარჩება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი