ალექსანდრია, ალექსანდრია!


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ალექსანდრია, ალექსანდრია! 

(ციკლიდან - ეგვიპტური დღიურები)

 ზღვა  - ხმელთაშუის - ყურებში შხუის,
ალექსანდრია ძოწისფერდება.
 ეღლაბუცება მეზღვაურს,  უი, 
ქალი - ცხენივით - მაღალფერდება!

ირგვლივ - ნაკვებნი, განა ჩხირები, 
ყელში - რამ ბოღმა განაჩხირები. 
ზღვა ხმელთაშუა, ხმელთა შორისი,
ხმა გარდასულის, შორთა - შორისი.

აქ - შენ არ გეძებ, სულ სხვაა მხარე, 
მე დავიღალე და მოვიხარე,
 თვალხალიანი მომაგონდები,
ჩამოეშვება სევდის ბლონდები. 

თქვეს, ყოფილაო აქ ერთი გურჯი,
ჰქონია თურმე თვალები ლურჯი,
ლაჟვარდი ანუ ლაპის ლაზული,
 ცა - საუაროდ  გადახაზული…

ჩამოიქუფრა,    ზეცას ავდრიანს
 აქ ალექსანდრეს რისხვას ადრიან.
 მივემგზავრებით დილაადრიან 
ალექსანდრია,
ალექსანდრია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი