მებადურული
ებადურული - ქეჯნაო, როდემდე უნდა მდევდე, ფიქრებს მიშფოთებდე და მირევდე! წაველ დარდიანი, გზას მივენდე, და გზამ მიმიყვანა მდინარემდე. ბადეს დასცქეროდა მებადური, იერი ჰქონდა მედიდური. მიველ და ვუამბე სატკივარი, ბედისა წამომცდა საყვედური. - ნუ ხარო ცხოვრების უმადური და ნუღარც ნურავის ნუ ემდური, ჯობია, იყოო ბედნიერი, ვიდრე მართალი და უბედური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი