სინაის მთაზე ავედი (სონეტი ეგვიპტური დღიურებიდან)
#ლექსები ნინო დარბაისელი სინაის მთაზე ავედი (სონეტი - ეგვიპტური დღიურებიდან) სინაის მთაზეც ავედი, თავი მეგონა მოსე, თავს მედგა რამ ვარსკვლავედი და ნათლით შევიმოსე. ეკატერინეს მონასტერს - ქართული კვალი ვძებნე, ჩამოსვლა სხვებმა მომასწრეს, და მადევნებდნენ მძებრებს. ხელნაწერია მრავალი, ექვსასამდეო, მგონი. მე - აღმა დაღმა-მავალი - - შოკში ვარ განაგონით. აქამდე განაზღაპრებო, მადლობა, წინაპრებო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი