სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში (სონეტი იმის გამო, რომ აქ ქართველთა ღვაწლი მიჩქმალულია)


#ლექსები

ნინო დარბაისელი
 სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში

(ეგვიპტური დღიურებიდან,  - სონეტი იმის გამო, რომ  აქ - ქართველთა ღვაწლი მიჩქმალულია)

- გიდო, გიდო,  კარგო გიდო, 
ერთადერთო ჩვენი ხიდო, 
მხსნელო ჩვენო,  მეხამრიდო, 
თუ არ გინდა შარს წაგკიდო,

რომ გავხელდე, როგორც ხარი, 
დაიხსომე, სხვებს უთხარი 
 შენი სიტყვით ნამეხარი
ჩემი  გულის გასახარი:

- ისტორია რა რთულია,
ბედი - ღვთისგან მართულია,
ივერია - ჩართულია! 
აქ ბევრი რამ  - ქართულია!

შევიპირე ასე გიდი, 
შემისრულებს? -  “ჰაი, გიდი!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი