პიონის სონეტი


#ლექსები

 სონეტზე რიტმული ექსპერიმენტები გრძელდება

ნინო დარბაისელი

 (ვნების სურვილით მეღუნება მწარედ მუხლები  - პ. იაშვილი ,,დარიანული დღიურები”)

პიონის სონეტი

პიონისფერი პიონი
ფერით  მაგონებს ოჰ, რას!
იმეორებენ სიონი
წყვილთა კენტურად  ოხვრას.

მსჭვალავი სუნი -  პიონი,
ციმციმი - ოქროს ოხრა, 
ყველას ჰყავს თითო შპიონი,
 ყოფა რომ გაუოხრა.

ჩამქრალი რამ ლამპიონი,
მუხლების  ვნებით მოხრა… 
ქცევანი - უპატიონი- 
 ხსოვნა რომ მიხრა-მოხრა,

 ხენი - ტოტმოსარხიონი, 
მიმავლის მიხრა-მოხრა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი