სონეტი კვლევას


#ლექსები

 ავტორისაგან:
აქ რა მინდოდა!
 მინდოდა, ჩამესვა სონეტში სიტყვა “ინდივიდუალურია”,
ცოტა დაუმორჩილებელი სიტყვაა. 
   დანარჩენი -  უბრალოდ, თხზვის  ჩემეული ტექნიკის დემონსტრირებაა.  ყველა თქვენგანს ხომ რაღაც გამოუდის, მე - ეს გამომდის და რატომაც არა?!

ნინო დარბაისელი

 სონეტი კვლევას

გავათენე წუხელ ღამე მთელი, 
 ერთ ლექსს ვდიე, მივყევ შორი-ახლო, 
წუხანდელი ფიქრით ღამის მთელი 
 გეხვეწები, ხელი  არას  ახლო!

ზოგი ლექსს  - მოსდგამს რაღაც,   ფორმა კვერცხის,
არ გასვენებს გახსნისა, ეჰ, სნება!
გასაღები ვერც რკინის  და ვერც ხის
ვეღარ გშველის …პირიც არ ეხსნება!

მორჩილია ყველა  განა კოდი,
ზოგი ინდივიდუალურია, 
 და მკვლევარი  რჩები დანაკოდი, 
 გულს - ამინდი არცთუ ალურია.

ქალურ ალღოს გენი  რამ ურია? 
ვხვდები,  ლექსი - გენიალურია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი