ომი მშვიდობიანი (სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი ომი მშვიდობიანი - (სონეტი) (“ომი - არ არის ომობანა” - ნ. დარბაისელი) ვწევარ, კომპით ვთამაშობ, ძემ - პლედი მომაგება. ვირტუალურს, არნაშობს, მტერს ვკლავ, მიყვარს მოგება! როგორ არ ვაფასებდი, ნაღდად თაფლი კაცია, ვინაც შექმნა ასეთი, - ერთი აპლიკაცია! რას ვაკეთებ? რას ვშვრები? შევსანსლე ლობიანი. მიყვარს ეს თამაშები - - “ომი მშვიდობიანი”! ხარო სხვათა მომრიგე?! ეს ხელი ხომ მოვიგე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი