განკითხვის სონეტი
მორის ფოცხიშვილი გამახსენდა, ბავშვობისას ჩემი საყვარელი პოეტი და ცოტა, მისი პოეტური სტილით ვითამაშე ნინო დარბაისელი განკითხვის სონეტი განიკითხავდი უცნობს, რა - როგორ უნდა თქვას. რაც უნდა, ქცევა უმცრო, მაინც ფასი აქვს სხვას! მცქერელმა თქვენი ურვის შენ განგიკითხე - მე, გითხარ: ნუ კიცხავ ნურვის, მოსმენით იამე! მე - განმიკითხა სულ სხვამ, სხვაც- განიკითხა სხვამ, ბოროტს წყალს რატომ უსხამ, ან მოწვდილს რატომ სვამ? შენ განიკითხე იგი?! - დგას განმკითხველთა რიგი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი